25 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ოთარ ჩიტიძეს მოუსმინეს.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით, რამდენიმე ზონალური ცვლილება განხორციელდება.
გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.