18 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის - ნარჩენების მართვის გეგმისა და ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. როგორც კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა, დოკუმენტი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, სტრატეგია ნარჩენების მართვის კოდექსთან სრულ შესაბამისობაშია. კონსტანტინე ზარნაძემ დოკუმენტზე გაწეული სამუშაოსთვის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, შპს „თბილსერვის ჯგუფს" და საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას მადლობა გადაუხადა.
თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის - ნარჩენების მართვის გეგმისა და ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის პროექტი კომისიის წევრებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ქეთევან კანდელაკიშვილმა გააცნო.
დღესვე, კომისიის სხდომაზე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ოთარ ჩიტიძეს მოუსმინეს,რომელმაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ დადგენილებაში ზონალური ცვლილებები წარადგინა.
გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.