თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრი ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე კომისიის წევრებმა, დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს მოუსმინეს. მოქალაქეებმა დეპუტატებს ტერიტორიაზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს საკითხით დაინტერესება სთხოვეს. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკითხის დეტალური შესწავლა მოხდება და ამის შემდეგ კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება.
დეპუტატებმა დღესვე , "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.