10 აპრილი 2019 თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები განიხილეს. შეხვედრას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე თამარ შარაშიძე, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეები ერეკლე სუხიტაშვილი და ირინა ჭეიშვილი,არქიტექტორები გიგა ბათიაშვილი და ზურაბ ბაქრაძე, კონსტრუქტორ-ინჟინერი გიორგი შერგელაშვილი, ფიზიკოსი ზურაბ კერესელიძე და გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი არჩილ მაღალაშვილი ესწრებოდნენ.
კომისიის თავმჯდომარის ერეკლე კუხიანიძის განცხადებით, ექსპერტებთან ერთად ვერეს ხეობაში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. დღევანდელი შეხვედრის მიზანი კი, მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარება იყო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025