თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდა.
გარემოს დაცვის კომისიის წევრემა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე და დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს საბა ფიფიას მოუსმინეს. ბიუჯეტში ცვლილებების საკითხზე ისაუბრა ასევე საქალაქო საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ.
როგორ კომისიის სხდომაზე ითქვა, მიმდინარე წელს გარემოს დაცვითი მიმართულებით ბიუჯეტის 90% შესრულებულია. მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების ნაწილში გაზრდილია ეკოსერვისის და თბილსერვისის დაფინანსება. 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, დაფინანსება ეზრდება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, გამწვანების და დასუფთავების მიმართულებებს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.