06 ივნისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ნინო გოცაძის მიერ, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორად მუშაობის პერიოდში (2014 წლის 24 სექტემბრიდან 2015 წლის 30 ნოემბრამდე), გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
ნინო გოცაძემ, საკრებულოს წევრებს, მისი დირექტორად დანიშვნის დღიდან ბოტანიკური ბაღის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარმოუდგინა და ასევე, ბაღში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მომხსენებელმა კომისიის წევრების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.
დღესვე, დეპუტატებმა განიხილეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები და მხარი დაუჭირეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025