დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და ზონალური ცვლილებების საკითხების უმრავლესობას დაუჭირეს მხარი.
სხდომას დეპუტატების გარდა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.