20 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოში, კონსტანტინე ზარნაძის ხელმძღვანელობით, გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. გაიოზ თალაკვაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათასი ლარია, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 99 მილიონი ლარით მეტია.
რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხები შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა - 656 მილიონ 339 ათასი ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 278 მილიონ 531 ათასი ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 292 მილიონ 760 ათასი ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 47 მილიონ 491 ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 182 მილიონ 384 ათასი ლარი; განათლება 300 მილიონ 602 ათასი ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა 50 მილიონ 558 ათასი ლარი.
გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ცხოველთა მონიტორინგის მიმართულების გაძლიერებას ეხება. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა, თბილისს ექნება ისეთი ბიუჯეტი, რომელიც დედაქალაქის გამოწვევებს სრულად უპასუხებს.
დღესვე, კონსტანტინე ზარნაძემ, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა კოღუას კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025