12 იანვარი 2015
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტების შესახებ და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა, კომისიის წევრებს წარმოდგენილი პროექტების დეტალები გააცნო, რაც თბილისის მასშტაბით კაუჩუკის საფარიანი მოედნების მოწყობა–მონტაჟს, ბავშვთა სათამაშო ატრაქციონების მოწყობას თანმდევი პროცესის ჩათვლით, სასმელი წყაროებისა და სოკოების მოვლა–პატრონობას და ასევე ხეების ფასადური და პროფილური სხვლა–ფორმირებისა და ქალაქში არსებული ხმელი და ავარიული ხეების მოჭრის მომსახურებას ეხებოდა.
კომისიამ დადებითად შეაფასა გამწვანების ღონისძიებებთან დაკავშირებული ოთხივე პროექტი, რომლებსაც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღესვე განიხილავენ.
დეპუტატების გარდა, სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალქო სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025