23 ივნისი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის, ასევე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მიერ წარმოდგენილი საკითხების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა დეპუტატებს ბიუჯეტში ცვლილების საჭიროების მიზეზი გააცნო და აღნიშნა, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით მცირდება და აღნიშნული თანხა სტიქიით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციას მოხმარდება.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმადაც, თბილისის უბნებში ფუნქციურ ზონებს შორის კონტურის დაზუსტება და ზონალური ცვლილებები განხორციელდება.
კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა კომისიის წევრებს ასევე გარემოს დაცვის კომისიაში მიმდინარე წლის 9 ივნისს მოქალაქე ეკა ქურხულის შემოსული განცხადება გააცნო, რომელიც თბილისში პოეტების ხეივნის მოწყობის მიზნით ტერიტორიის გამოყოფას ეხებოდა.
სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის წევრების რეკომენდაციით დეპუტატები დღეს ჩანიშნულ ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025