30 ოქტომბერი 2018 თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ერეკლე კუხიანიძემ დედაქალაქის მცხოვრებლებს 2017-2018 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრა ჩუღურეთის რაიონში, არნოლდ ჩიქობავას ქუჩაზე მდებარე ლონდონის ბაღში გაიმართა. ერეკლე კუხიანიძემ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მოაწოდა საკრებულოს მიერ, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე.
ანგარიშის წარდგენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ერეკლე კუხიანიძემ მოსახლეობის შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა და ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025