დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია მსოფლიოს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე დასუფთავების კამპანიაში - „დავასუფთავოთ მსოფლიო! დავასუფთავოთ საქართველო“ ჩაერთო, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და სამი დღის განმავლობაში ქვემო ფონიჭალასა და კრწანისის ტერიტორიებზე გაგრძელდება.
კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა გარემოს მოვლა, რომელშიც იგი ცხოვრობს.
„მოგეხსენებათ, დღეს შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ორგანიზებით, თბილისსა და მის შემოგარენში დასუფთავების სამდღიანი აქცია დაიწყო, რომელშიც გარემოს დაცვის კომისია აქტიურადაა ჩართული. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენთაგანი მოვალეა იზრუნოს იმ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რათა აღნიშნულ აქციაში ჩართვით, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენ ყველამ, ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე“,-განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
დასუფთავების კამპანიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ, სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებმა, აგრეთვე საკრებულოს საბურთალოსა და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების შორენა ბუხრაშვილისა და ირაკლი აბუსერიძის ბიუროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.