თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ, თბილისის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელთან, ირინე დანელიასთან და ა(ა)პი თბილისის ზოოლოგიური ბაღის ხელმძღვანელთან,ზურაბ გურიელიძესთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
შეხვედრას საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრები - ლევან აბაშიძე და ნინო ვარდოსანიძე ესწრებოდნენ.