16 იანვარი 2018 თბილისის საკრებულოში გამართულ გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, მერიის სტრუქტურული ერთეულების და რაიონული გამგეობების დებულებების და საშტატო ნუსხების პროექტის თაობაზე იმსჯელეს. ინფორმაცია დებულების ცვლილებაზე კომისიის წევრებს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა მიაწოდა.
მისი განცხადებით, ცვლილებების თანახმად, ოთხი ახალი განყოფილება შეიქმნება. მათ შორის სატყეო პოლიტიკის, გარემოს დაცვითი მართვის და მწვანე ლანდშაფტური ინფრასტრუქტურის დაგეგმარების განყოფილებები.
გიგა გიგაშვილის ინფორმაციით, სამსახურის მთავარი ფუნქცია ქალაქმშენებლობით და ქალაქგეგმარებით პროცესში პირველივე ეტაპიდან ჩართვა იქნება. მისივე განმარტებით, ეს შემდგომში მწვანე სივრცეების გაქრობას შეუშლის ხელს და სარეკრეაციო ზონების გაჩენას განაპირობებს. როგორც გიგაშვილმა განაცხადა, სამსახურს სატყეო პოლიტიკის განსაზღვრა და გარემოს დაცვითი მმართველობაც დაევალება.
აღნიშნული საკითხის გარდა, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ზონალურ ცვლილებებზეც იმსჯელეს, რომლებიც მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025