თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განახლებული სტრატეგიის შესახებ თვინინგის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ინფორმაცია პროექტის თაობაზე, რომელიც 2015-2030 წწ. სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ფონდის ხელმძღვანელმა და წარმოდგენილი პროექტის მენეჯერმა რეზო გიგილაშვილმა წარმოადგინა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზენტაციის მიზანი ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების კუთხით დასავლური გამოცდილების გაზიარებაა.
პროგრამის პრეზენტაცია დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს მუნიციპალური განვითარების ფონდის კონსულტანტმა ჟან-მანუელ ჟილიმ დეტალურად წარმოუდგინა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი რკინიგზის, საგზაო ტრანსპორტის, ასევე ურბანულ სამგზავრო ტრანსპორტი, პარკირების ზონებისა და საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკების განვითარებისთვის რეკომენდაციებს მოიცავს.
დოკუმენტი სამ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი ეს არის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა 2015-2016წწ, მეორე საშუალოვადინი -2020 წლამდე და მესამე- გრძელვადინი 2013 წლამდე.
პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სატრანსპორტო სტრატეგიის განსახორციელებლად რამდენიმე ძირითადი საკითხი უნდა იქნას გადაჭრილი, მათ შორის: სატრანსპორტო დეპარატამენტების, ურბანული დაგეგმარების ერთეულების, ეკონომიური განყოფილებებსა და ყველა სხვა მხარეს შორის ეფექტური სტრუქტურისა და
თბილისისა და მისი შემოგარენისთვის „სატრანსპორტო ორგანოს“ შექმნა. ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებისა და თანამშრომლებისთვის შესაძლებლობათა გაძლიერების ღონისძიებების ორგანიზება.
ჟან-მანუელ ჟილი პარკირებისა და საცობების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს და მისი მოგვარების მიზნით არაერთი სამუშაოა ჩასატარებელი.
მან ყურადღება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე და პროექტის შემუშავების პროცესში მის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის ბოლოს დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ დამსწრე საზოგადოებას საკითხთან დაკავშირებით მერიის ხედვები და გეგმები წარმოუდგინა.
სხდომა კომისიის თავმჯდომარემ შეაჯამა. გოჩა ბაბუნაშვილმა მომხსენებელს საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიეთთანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
პრეზენტაციას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე და მისი მოადგილეები, ასევე შ.პ.ს. ,,სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე, კონსულტანტის ჯგუფის წევრები გიორგი გიგაური და ასმათ აბესაძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.