თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს, ასევე თანხმობა მისცეს რამდენიმე მიწისქვეშა გასასვლელში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასათან დაკავშირებით, კომპანიის კაპიტალში ფულადი შენატანის განხორციელებას და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით იჯარით გადაცემას.
კომისიების წარმომადგენლებმა განიხილეს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი დადგენილება, რომელიც დედაქალაქის ოთხ უბანში მუნიციპალური ავტობუსების განრიგის შეცვლას ითვალისწინებს.
როგორც საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, აღნიშნული ტრანსპორტის განრიგის შეცვლა მოსახლეობის თხოვნითა და თბილისის საკრებულოს მარჟორიტარი დეპუტატების შუამდგომლობით განხორციელდა.
დღესვე, დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირებისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატან ცვილებებზე იმსჯელეს.
საკითხი, რომელიც იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებდა, კომისიის გადაწყვეტილებით, მერიას უკან დაუბრუნდა. როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, აღნიშნული საკითხი ხელახალ შესწავლას საჭიროებს.
გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნობის კომისიების გაერთიანებულ სხდომას მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა ესწრებოდა.