თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს. თბილისის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 305 418,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 255 115,7 ათასი ლარით გაზრდილია. გაიოზ თალაკვაძემ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრა.
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა საკურატორო სამსახურების ხელმძღვანელებს მოუსმინეს, რომლებმაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.