თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის რვა რაიონის, ისნის, საბურთალოს, ნაძალადევის, ჩუღურეთის, ვაკის, გლდანის, სამგორისა და კრწანისის გამგეობების მიერ წარმოდგენილ 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
საკითხები ძირითადად საკანალიზაციო, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალსადენი ქსელების მოწყობას, ინდივიდუალურ გაზიფიცირებას, კორპუსების ეზოებსა და დასასვენებელ ადგილებში მრავალადგილიანი საპარკე სკამების დამონტაჟებას, ჩამონადენი წყლების შემკრები სადრენაჟე ქსელის მოწესრიგებას, ჩამონაშალი მიწისა და სამშენებლო ნარჩენების გატანას, კიბეებისა და პანდუსების, ასევე სპორტული მოედნების მოწყობა – რეაბილიტაციას, გზებისა და ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ლისის ტბის გარშემო სარბენი და ველო ბილიკის მოწყობის სამუშაოებისა და თბილისის ზღვის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციების შედგენას შეეხებოდა.
დეპუტატებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შესასვლელის მინათების სამუშაოებისა და ცენტრალურ შესასვლელში არსებული ღია დერეფნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.
სხდომას, რომელსაც მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა.