თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს. საკითხები, ძირითადად, 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს მოიცავდა. მსჯელობის შედეგად კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, როგორებიცაა: საბურთალოს რაიონში ფიზკულტურის ქუჩაზე უნივერსიტეტ ,,კავკასიასთან“ სანიაღვრე კოლექტორის გადამრთველი კამერის მოწყობა და ვაკის რაიონში ნუცუბიძის მე-4 მრ/ნ-ში ფერმწერთა ქ#79-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობითი სამუშაოები.
ასევე ისნისა და ვაკის რაიონებში საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. სხდომაზე თანხმობა მიეცა იმ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ისნის, კრწანისის, ნაძალადევისა და დიდუბის გამგეობებმა წარმოადგინეს. პროექტები ძირითადად ორმოულის შეკეთებას და შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სკევერების რეაბილიტირებასა და სპორტული მოედნების სარემონტო სამუშაოებს მოიცავდა. აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა.
კომისიის სხდომას, რომელსაც გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.