თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
სხდომას თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებდოდნენ, რომლებმაც დეტალურად განმარტეს ამა თუ იმ ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობის მიზეზები.
საბურთალოს, ჩუღურეთის, დიდუბის, ვაკის, ისნის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობების მიერ წარმოდგენილი საკითხები ძირითადად, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს მოიცავდა.
დღესვე საკრებულოს დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტები და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტები განიხილეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა, ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს შ.პ.ს. ,,სინათლის ქალაქის“ მიერ 410 ცალი სანათის შესყიდვასა და მთაწმინდის რაიონში, სარაჯიშვილის ქ#40-ში, კაკაბაძეების ქ#6-ში და ცხემის შესახვევი #13-ში ჩასატარებელი სამუშაოების განხორციელებას.
სხდომას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა.