დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ინიაციტივით, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს წევრებმა კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“ წყალმომარაგების ობიექტები და ლაბორატორიები დაათვალიერეს.
ღრმაღელის სათაო ნაგებობისა და ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, სადისპეჩერო სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ჯანელიძემ კომპანიის მუშაობის სპეციფიკისა და მთავარი მაჩვენებლების თაობაზე დეპუტატებს პრეზენტაცია წარმოუდგინა.
საკრებულოს წევრებმა კომპანიის მიერ მიწოდებული წყლის მოცულობის, გეოგრაფიული განლაგების, გამომუშავებული ელექტროენერგიისა და აბონენტთა რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
პრეზენტაციის დასასრულს შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომლის დროსაც საკრებულოს წევრებმა კომპანიის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გაუზიარეს.
დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა ნატახტრისა და ჟინვალის წყალსაცავებიც დაათვალიერეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანს ქალაქში წყალმომარაგების საკითხთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.