დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები გოჩა ბაბუნაშვილი და შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდნენ.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს წევრების გარდა, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და ნუცუბიძის ქუჩის N 77,77ა, 77ბ, 77გ,77დ მცხოვრებლები ესწრებოდნენ, მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება განიხილეს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ზონალური ცვლილების საკითხებს ეხებოდა.
გაერთიანებული კომისიების სხდომას, თბილისის მერიის აქრიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დეპუტატებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი წარუდგინეს.
დღესვე, სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებაც იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.