დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები გოჩა ბაბუნაშვილი და შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდნენ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
სხდომას თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დეპუტატებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხები წარუდგინეს.
დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების თაობაზე იმსჯელეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.