თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც სხვადასხვა მისამართებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს.
დღესვე, კომისიის სხდომაზე დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის შპს ,,ცენტრ პოინტის“ მიმართ გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.