თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც გორგასლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი განიხილეს.
კომისიის წევრებს საკითხი თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა წარუდგინა. კომპლექსი 8 ათას 900 კვ. მ. ტერიტორიაზე განთავსდება, რომელიც კრწანისის ღია ხევის მიმდებარედ მდებარეობს.
კომისიის წევრებმა პროექტის ტექნიკური და შინაარსობრივი ნაწილები დეტალურად განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.