19 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა, დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2 353 808, 4 ათას ლარს შეადგენს.
კომისიის თავმჯდომარემ მოსკოვის გამზირზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში, შპს „მეტი დეველოპმენტის" და მასთან აფილირებული კომპანიების დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხი წარადგინა.
დღესვე კომისიის წევრებმა ნინუას ქუჩაზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით შპს “ლივინ სითი“-ს მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე იმსჯელეს და თბილისში რამდენიმე მისამართზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს.
ამას გარდა, დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებისა და ზონალური ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს.
კომისიის სხდომას, რომელზეც განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.