თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თბილისში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით გასატარებელი ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე, რიგ მისამართებზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია/ ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა კი დეპუტატებს დედაქალაქში არსებულ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები გააცნო. ამას გარდა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, საკრებულოს რიგ დადგენილებებში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.