თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც დედაქალაქის მთავრობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ, თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 4 000, 0 ათასი ლარით იზრდება და 2 008 389, 6 ათას ლარს შეადგენს.
დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ზონალური ცვლილებები და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები შეათანხმეს.
გარდა ამისა, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე დღეს განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.