თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. მათ შორის, ცვლილებები შედის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების“; „ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“; „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების ”; ასევე, „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
დღესვე კომისიის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, ვანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებების საკითხი შეათანხმეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიაზე დღეს განხილულ საკითხებს უკვე თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.