თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მერიის მუნიციპალური ინსპექციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად გოგი ჩიქოვანის კანდიდატურას თანხმობა მისცეს.
კომისიის წევრებმა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და სხვადასხვა მისამართებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს.
დღესვე, დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და მიწის ნაკვეთებზე ფუნქციური ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.