თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, დღეს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გასატარებელ მორიგ ღონისძიებებზე იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გააცნო.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა კი „თბილისის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი რამდენიმე ცვლილება წარადგინა.
ცვლილება შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაშიც.
დღესვე დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს და სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი და შესაბამისი ხელშეკრულების პირობები შეათანხმეს.
სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.