თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში“ ცვლილებები და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები განიხილეს.
საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ოთარ ჩიტიძემ და ნინო ბაგაშვილმა წარადგინეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა ზეგანხილული საკითხები დასამტკიცებლად
საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.