თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. საფინანსო სამსახურის უფროსმა კომისიის წევრებს თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშიც წარუდგინა. ანგარიშში ყველა პროექტი და მიმართულება იყო ასახული, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.
მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ კი კომისიის წევრებს მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების განსაზღვრის შესახებ დადგენილება გააცნო.
თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ჯუბა ყანდარელმა კომისიის წევრებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების პროექტი წარუდგინა. მანვე დეპუტატებს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის განაშენიანების რეგულირების გეგმის რამდენიმე პროექტი გააცნო.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.