თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს მოუსმინეს, რომელმაც აღნიშნული სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეულის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
ვიქტორ წილოსანმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე, ასევე შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის წარმოების თაობაზე ისაუბრა.
მან ასევე ქაოსური განაშენიანების მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
კომისიის წევრების შეკითხვებს, რომლებიც ტაქსების რეფორმას, საპარკინგე ადგილების სიმცირეს, ასევე ავტობუსების მძღოლების გადამზადებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, ვიქტორ წილოსანმა ამომწურავი პასუხები გასცა.