თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ წარმოდგენილ წერილზე იმსჯელეს და ლამის ქ. N28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავარიული უბნების გამაგრებითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობა განაცხადეს.
დეპუტატებმა არქეოლოგიური სარეკომენდაციო საბჭოს დებულება და თბილისის მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების საპორივატიზაციო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმა დაამტკიცეს, რის შემდეგაც რამდენიმე ობიექტის იჯარის, აღნაგობის ფორმითა და უზურფრუქტით გადაცემის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე, სხდომის მონაწილეებმა, დეტალურად შეისწავლეს განაშენიანების გეგმარებითი დავალებები და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად ბიუროსა და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
კომისიის სხდომას, რომელსაც გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.