თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე უძღვებოდა. სხდომაზე, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად 26 614,6 ათასი ლარით იზრდება და 1 803 072,3 ათას ლარს შეადგენს.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე თბილისში, დაუსრულებელი მშენებლობის დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს და რამდენიმე მისამართზე მდებარე ობიექტებისთვის დაუსრულებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხები საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
ცვლილებები შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“; „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” და თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
დღევანდელ სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.