თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა. კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, რის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა კი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინეს და ხოლო საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის N41-31 დადგენილება ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნეს.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს და თბილისის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე თანხმობა მისცეს.