დღეს თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ წარუდგინა. დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.