თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა. სხდომაზე თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
დეპუტატებმა 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს. საკითხი გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ წარადგინა.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცეს. განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.