02 ოქტომბერი 2018
თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტები და დავალებები დაამტკიცეს.
გარდა გრგ-ებისა, დღევანდელ სხდომაზე, სხვადასხვა მისამართებზე, ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზეც იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია გასცეს.
დღესვე დეპუტატებმა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს.
სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.