თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა თბილისის მერის მოადგილედ ილია ელოშვილის კანდიდატურას დადებითი რეკომენდაცია მისცეს. საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ წარუდგინა.
გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“, ე.წ. „ზონალური საბჭოს“ გაუქმების საკითხი განიხილეს და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
დღესვე კომისიის წევრებმა რამდენიმე ტერიტორიაზე ზონალურ ცვლილებებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.