თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა დიდ ლილოში არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებას მისცეს თანხმობა. ასევე კომისიის მიერ დაფიქსირებული გარკვეული შენიშვნების გათვალისწინების პირობით აკაკი წერეთლის 117, 139-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებას მიეცა დადებითი რეკომენდაცია.
აღნიშნული საკითხები თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იქნება განხილული.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.