თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ ლ.ასათიანის ქ #24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ჭერის გამაგრებითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ცვლილება შევიდა, რომელიც „სსიპ“ საქართველოს ეროვნული არქივისთვის მის კუთვნილ ტერიტორიაზე კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობების განსახორციელებლად დამატებითი საჯარო სივრცის გაჩენას გულისხმობს.
დეპუტატებმა ორივე საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას, რომელსაც გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებისა და საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.