24 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოში დღეს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 5 179,4 ათასი ლარით იზრდება და 2 353 788,4 ათას ლარს შეადგენს.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხებიც განიხილეს. დღესვე საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
ამას გარდა, დეპუტატებმა მოსკოვის გამზირზე მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში შპს „მეტი დეველოპმენტის“ და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ დაზარალებული პირების მიმართ თანხისა და ფართის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ასევე, კომისიების წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებაც დაამტკიცეს.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.