21 მარტი 2025 თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის; გარემოს დაცვის; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც რევაზ სოხაძე, ნიკოლოზ კახეთელიძე და ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდნენ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მათ შორის, დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს; სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და გეგმარებითი დავალების პროექტები, ასევე, ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
დღესვე, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ ბოჭორიშვილის ქუჩაში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში, ზოგიერთი ფიზიკური პირის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულების საკითხი წარადგინა. დღევანდელ სხდომაზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.