თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ინიციატივით, საკრებულოში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც კომისიის წევრები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ სამსახურის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრის შემდეგ საკრებულოსა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა განათების სამსახურის ოფისი დაათვალიერეს, გარე-განათების მართვისა და კონტროლის სისტემებს გაეცნენ და და მუშაობის სპეციფიკის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი მალე კიდევ უფრო განათებული და სუფთა ქალაქი გახდება.