დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა თანხმობა განაცხადეს მთაწმიონდის რაიონში ძმები ზუბალაშვილების N13-ში საცხოვრებელი შენობის, ისნის რაიონში, ყვარლის N107 ბ-ში და ვარკეთილი 3-ში, მე-2 მ/რ, კორპ N19-ში გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას, რისი აუცილებლობაც საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით ჩასული წყლის დაგროვებამ გამოიწვია.
კომისიის წევრებმა ამავე სხდომაზე იმსჯელეს, ნარჩენების მართვის სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვის ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ.
დეპუტატებმა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.