თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტები და დავალებები დაამტკიცეს.
რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების გარდა გარდა , დღევანდელ სხდომაზე, ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზეც იმსჯელეს და აღნიშნულ დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე დეპუტატებმა “თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების პროექტი განიხილეს.
კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 32 საკითხი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ საბა ფიფიამ, მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გვანცა ნიკოლაიშვილმა და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო კვეტენაძემ გააცნეს.