დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთებზე ერთბინიანი, მრავალბინიანი და მრავალფუნქციური კომპლექსების, ასევე გამაჯანსაღებელი ცენტრების და სარეკრეაციო სივრცე/პარკის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტები განიხილეს, რომლებიც საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების ნაწილს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო.