თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა რამდენიმე ფიზიკური პირისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს, შესაბამისი განხილვის შემდეგ დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები დადებითად შეაფასეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დეტალურად განიხილეს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტები, რომლებიც სხდომის მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით, მომავალი სხდომისთვის გადაიდო.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.